Предыдущая публикация
თოვლით სავსე მადლიანი კალთა,
გაანათა არე,გადაპენტა,
უჩვეულო პეწი დასდო ზამთარს.
უთვალავი ფიფქი ცვივა ციდან,
პეპლებივით ნაზად ფარფატებენ,
თოვლის საბანს დაიხურავს მიწა,
ნეტავ ასე როგორ ფარფატებენ?!
ცვივა ციდან,განუწყვეტლივ ცვივა,
პაწაწინა ფანტელები თოვლის,
შენი გულის დასალბობად მიწავ
ხედავ,ფიფქი გაგიჟებით მოჰქრის.
დაილოცოს ცაო შენი ძალა,
ასე უხვად რომ აგზავნი ფიფქებს,
მაინც როგორ ალამაზებ ზამთარს,
როგორ ხატავ ყინვით ფანჯრის მინებს?!
თოვლის ფიფქი ნატიფი და ნაზი,
სულ სხვა კდემით ეფინება მიწას,
არ მოგვაკლო ცაო შენი მადლით,
სიწმინდით და სისპეტაკით ბრწყინვა.
მანანა ბოჭორიშვილი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев