სულ მქონდა იმის განცდა შეგრძნება რომ მეტყოდი ერთ მშვენიერ დღეს არ ინერვიულო საყვარელო, მე აქ ვარ შენთან და სულ შენთან, შენს გვერდში ვიქნები, ფულიც გვაქვს ყველაფერი მთავარია გვიყვარდეს ოღონდ შენ იყავი კარგად არაფერზე ინერვიულოო...
რა შემდექ, რის შემდექ, მიმატოვე და გაიქეცი.. ამდენი ხანი გავიდა ამბავიც არ გიკითხავს მოვრჩი თუ მოვკვდი, ბედის ანაბარა დამტოვე უპატრონოდ უფულოდ მარტო..ფულს განერიდე რაც გქონდა შენახული, რადგან ძვირადღირებული მანქანა ხომ უნდა გეყიდა?
იყიდე კიდეც თუმცა რად გინდაა? ძლივს გადაურჩი თურმე სიკვდილს.. მთელი ფული რაც იმ დამტვრეულ მანქანაში აიღე არ გეყო სამკურნალოდ, დღეს საცოდავად ფეხით დადიხარ, სიგარეტის ფულიც აღარ გაქვს, დარჩი მშიერი, მშობლების გარეშე და ახლა გაგახსენდი შერიგებას მთხოვ?
კარგი რა..
– გიყვარვაარ?
კიიი, ძალიან ძალიან...( თავჩაღუნული )
გთხოვ მაპატიე, მე მაშინ სხვა გზა არ მქონდა უნდა წავსულიყავი..
– და ხომ წახვედი, ვინ გთხოვა, რატომ დაბრუნდი საერთოდ..
– იცი? არის ცხოვრებაში რაღაც, შეიძლება ვაპატიო, დავთმო, მივუტევო ადამიანს ზოგი რამ კი არა, შენი ქცევა არ იპატიება ეს უნდა გესმოდეს და არ ვაპირებ გაპატიო..
სამსახურში ვარ შენთვის არ მცალია, თან ხალხი გვიყურებს მე ძაან მრცხვენია ეს ყველაფერი, მრცხვენია და მტკივა რა ტკივილიც მომაყენე..
მაშ მოისმინე საბოლაო ჩემი პასუხი..
აბრძანდი ახლა და წადი, ისე წადი რომ ჩემმა თვალებმა მეტი აღარასოდეს დაგინახოს..
მე დღეს კარგად ვარ, როგორც ჯანმრთელად ისე ეკონომიურად, ამიტომ შენ მოსავლელად აღარ მჭირდები, არც შენთვის მცალია არცერთი წამი..
./ მერაბ სალუქვაძე /

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев