Предыдущая публикация
ღამე, ასე მიილია...
მახსოვს შენი მორცხვი სახე,
მე,როცა გამიღიმე.
სახლამდე რომ მიგაცილე...
გზაში წავიღიღინე.
მთელი ღამე არ მეძინა
ვარსკვლავს მივჩერებოდი.
იქ მინდოდა შენ მენახე,
მწამდა გამოჩნდებოდი.
ღამე, ასე მიილია.
...ვნახე, მზე მოდიოდა,
მის იმედით სულს ვღაფავდი,
როცა ამოდიოდა.
...და როდესაც საოცრებამ
სხივით ამივსო სახე.
გეფიცები! მის ციმციმში
მარტო შენ დაგინახე!
უღიმოდი დედამიწას,
სხივნი სხვისკენ გცვიოდა!
მე კი მივხვდი ეს სამყარო
მარტო რატომ მციოდა.
თ.რუხელი.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев