სუსტი ხელებითა და გადაღლილი სახით, რომ დაატარებს უსიცოცხლო სხეულს შვილისას, რომელსაც თვალებით კონტაქტიღა შეუძლია. მე არ მეცოდება სამარშუტო ტაქსში ამ წამს ჩემს წინ მჯდომი ასეთი დედა, რომელსაც ცალ ხელში უუნარო შვილითა და მეორე ხელში საჭმელებით დატვირთული ჩანთით სახლში მიეჩქარება და მაინც იღიმის. მე არ მეცოდება ეს პატარა დედა, რომელსაც შვილი ყველაფერს ურჩევნია და არ სურს ვინმეს ეცოდებოდეს, არ სურს ვინმეს ებრალებოდეს. მე არ მეცოდება ეს გოგო, იმიტიმ რომ ძალიან ძლიერია. ვუყურებ და ვხვდები ჩემი, უფრო სწორად, ჩვენი შესაცოდი მას არაფერი სჭირს.
მე მეცოდება მის გვერდით მჯდარი უცნობი ქალი, რომელმაც ბავშვის დანახვაზე ხმამაღლა ამოიოხრა და ყველაზე მეტად ატკინა გული პატარა დედას, რომელსაც უმალ მოეხსნა სახიდან ღიმილი და მრისხანებამ გაუელვა თვალებში.
არასოდეს გამოხატოთ სიბრალული ხმამაღლა, თუნდაც სიმწრით ამოშვებული ბგერებით. მაქსიმალურად ჩაიკალით გულში , იმიტომ რომ არავის უყვარს, როცა ეცოდებიან 👊🏻

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев