Предыдущая публикация
მინდა რომ დავლიო, გავიქრო დარდები.
ღვინოა თუ წყალი, რა მომდის, რა ხდება.
ჭიქას ჭიქაზე ვცლი და მაინც არ ვთვრები.
მინდა რომ დავითრო, იქნებ მთვრალმა გითხრა
ამ გულში რად გაჩნდა წყეული დარდები.
მაგრამ გული კრთება, სული იყინება,
ღვინოს ვსვავ ყანწებით და მაინც არ ვთვრები.
ფხიზელმა რა გითხრა, რა როგორ აგიხსნა
და რით გავიქარვო ეული დარდები.
დამისხით რომ შევსვა შენი სადღეგრძელო,
გავბედო და გითხრა მე ჩემი სათქმელი.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1