Предыдущая публикация
ამ გულს მოსწყინდა,
განშორება და ლოდინი ფიქრის,
არ შემიძლია შენი დაკარგვა
მთელი დღეები მე შენსკენ ვილტვი..
მე შენ მიყვარხარ! ათასჯერ გეტყვი,
დავიღვენთები როგორც სანთელი,
ამოგიქარგე გულის ნადები
ზედ მივაწერე შენი სახელი..
უშენოდ ყოფნამ დაკარგა არსი,
არსი, შეხვედრის სიხარულისა,
მე უშენობით მაინც ვეღარ ვძლებ!
ისევ დაგეძებ მონატრებითა..
არ მომწყინდება მე შენი ძებნა!
ვიცი გიპოვნი ერთ დღეს დილიდან,
ორივე ხელებს შემოგაშველებ,
გულში ჩაგიკრავ სიყვარულითა..
11.12.2014
/ მერაბ სალუქვაძე /

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1