Предыдущая публикация
წვიმამ მოღალა მინდორი.
წვიმამ მოღალა ტყე.
ჩვენ არ გვჩვევია ღალატი!-
წვიმაა მოღალატე.
მოდი! შენ გამოაბრწყინე!
აღენთე! მომანათე!
დე , წვიმას დარჩეს სტატუსი
და იყოს მოღალატე!
გამოგიგნია სავალი.
ნაწვიმარ ლოყას მადებ.
ნეტავ არ იყოს სიტყვები:
" შური" და "მოღალატე".
მარტოსულს ვინ სცეს ნუგეში?-
გულს ჭია უხრავს მარტოს.
შენა ხარ ჩემი ერთგული!
მე- შენი უღალატო!
ხომ გულის ტყვე ვარ შენი.
წვიმამ მომღალა ტყვე.
ჩემთვის უცხოა ღალატი.
წვიმაა მოღალატე!
ალეკო ჩინჩალაძე . 03 . 08 . 16 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев