თუმცა სულ ვფიქრობ რატომ ჩემთან და არა სხვასთაან?
ადამიანი ღმერთმა შვა და არა მაიმუნმა როგორც გვასწავლიდნენ ჩაგვინერგეს ტვინში ამიტომ აზროვნება გვაქვს დიდი და გაანალიზეთ ეს ყველაფერი კარგად...გთხოვთ ყველამ წაიკითხოთ, რადგან საინტერესოა და რაც მთავარია ის ჩემთან მოვიდა..
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ზმანება...
ასი წლის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა, ის ერთადერთი დაბრუნდა იმ ქვეყნიდან ძაან მცირე ხნით, რადგან ღმერთისგან იყო მოგზავნილი და უნდოდა მხოლოდ ერთხელ შემოევლო თვალი თუ რა ხდებოდა ამქვეყნად ჩემს და ქვეყნის გარშემო სადაც ვითომ მოჩვენებითი სიცოცხლე სუფევდა..მოვიდა, როგორც ქინძი და ნიახური ბრუნდება ხოლმე და წარმომესახა მოჩვენება, სული...
ის ძაან დაღლილი და ნამგზავრი იყო, სევდიანი,რაღაცნაირი გამოხედვა ჰქონდა.
მე ძლივს აღვიქვი, რომ მართლა ის ის იყო, მისი სული ტრიალებდა ჩემთან ახლოს, რაღაც მოსვენება დავკარგე, ჩამობნელდა, თავი ძაან ძაან შეუძლოდ ვიგრძენი..
თითქოს გაზრდილიც კი მომეჩვენა, მაგრამ ვერაფრით ვერ აღვიდგინე, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ...რაღაცნაირი ნაოჭებით, ჩამოწეწილი, დაგლეჯილი ტანსაცმლით არსება რომელიც ძაან მობერებული ჩანდა.. მე ამ სულს, სულის და ტკივილის ნაოჭი დავარქვი, დავარქვი რადგან ამქვეყნად იმდენი ცოდვა ტრიალებს იმდენი განუკითხაობაა რომ ადამიანთა მოდგმა ისჯება, ის ჩემთან ძაან ახლოს იდგა და მასში წარმომესახა მობერებული ნაოჭიანი ,რაღაც შავი არსება, ისე ახლოს იდგა ის ჩემგან რომ თითქოს შევიგრძენი სუნთქვა მისი თუ რა უნდოდა, რისთვის იყო მოგზავნილი და რა ძალა ამოძრავებდა..ვგრძნობდი, რაც უნდა ეთქვა.
მე ოთხი დღით ადრე შევიგრძენი, რომ ის მიახლოვდებოდა, და მხოლოდ ამას ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ოთხი წინადადებით უნდა მივხვედრილიყავი ყველაფერს.. მოდიოდა მიახლოვდებოდა მისი სული წმინდა უმწიკვლო და მე მისი სული შევიგრძენი, თუმცა სულ სხვა იყო, სხვა ზმანებით მოვიდა, .მაგრამ შევიგრძენი...
მდუღარე წყალივით გადამასხა ზემოდან მისმა ოთხმმა სიტყვამ გულიდან ნათქვამმა...
"კარგა ხანს არაფერი გეშველებათო"..
ელდა მეცა რაღაცნაირად და გავიფიქრე, ნუთუ რა გვაქვს ისეთი დანაშაული, რომ ამ ჭაობიდან ვერ ამოვედით მთელი ცხოვრება...რა აქვს ქართველ კაცს ასეთი დანაშაული,ცოდვა...
დავიბენი, ცოტა შემეშინდა, თითქოს და გაოცებული მივაშტერდი მას თვალებში...მან კი რაღაცნაირად მომარიდა თვალი და გვერდზე გაიხედა..შემდეგ სინანულით შემომხედა,მან იგრძნო ის, რომ მე მისი ნათქვამი ძაან მეწყინა..მეწყინა რადგან ხომ არსებობდა რაღაც იმედი ხვალინდელი დღის ჩემში, ნუთუუუუუუ?
ისე გაქრა და წავიდა ღრუბლებში თვალიც ვერ მოვკარი..თუმცა წავიდა წავიდა მაგრამ დამიტოვა ფიქრი, ფიქრი და არა სხვა არაფერი...
თუმცა მე კარგად ვიცი და მივხვდი ამ სიტყვებში რა იყო ნაგულისხმევი, ადრე მივხვდი ,სხვებზე უფრო... ჩემმა მუზამ ის ოთხ სიტყვაში ამოიცნო, თუ რას გულისხმობდა მიმანიშნა...თუმცა
მკითხველო, ამქვეყნად მხოლოდ დედა ეკლესია და ერთმანეთის გამტანიანობაა ჩვენი საშველი რაც გვაკლია სამწუხაროდ ამქვეყნად, თუ რაიმე არ შევცვალეთ ჩვენ თვითონ, უფალი დაგვსჯის და მოგვკითხავს უამრავ ცოდვას რაზეც მთელი ერი პასუხს ვაგებთ მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე..ამიტომ უნდა შევიცვალოთ თუ ეს ქვეყანა და კეთილდღეობა გვინდა..ვაპატიოთ უნდა, შევუნდოთ ერთმანეთს..ქვა–ქვაზე დავდოთ და მხოლოდ სიყვარულით ვაშენოთ ეს ქვეყანა..
ჯერჯერობით პირველი ცოდვაა რაც ტრიალებს ამქვეყნად, რადგან ბრძენი და სულელი ვერ გაგვირჩევია ერთმანეთისგან, პასუხს აგებს ყველა დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, მღვდელი თუ ბერი...მხოლოდ იმ პირველმა პატარამ მართლაც რა დააშავა, ეს ცოდვა მასზეც რომ გადმოდის, ნუთუ ის არ არის საკმარისი, რომ ასეთი ცოდვილი მოევლინა ამქვეყნაად?...
მინაწერი...
იმ დღეებში ძაან ცუდად ვიყავი რაღაც ძალამ დამაწერინა ეს ყველაფერი..
/ მერაბ სალუქვაძე /

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев