"რამ დამავიწყოს მე შენი სახე?
რამ დამაცვიწყოს ეს ალუბლები?
იცოდე , როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სყვარულზე ვესაუბრები."
ლადო ასათიანი
რაც სიყვარულზე ჯავრი ვიყარე,
აღარ ვიქნებით აწი უბრები.
"იცოდე , როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები".
მე ბოჰემური ვცვალე სუფრები
და ოცნებები მივყარ- მოვყარე.
ამ სიყვარულზე ვესაუბრები ,
მაშინაც , როცა სხვას შევიყვარებ.
ასეა ყველა - მტერი , მოყვარე.
ასეა , ვისაც ესათუთები.
"იცოდე , როცა სხვას შევიყვარებ ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები".
p. s
.დაგითმე გული - რაიც მებადა.
დილა ყოველი ისევ მახარებს.
ეს ლექსად , თორემ აწი შენს გარდა,
თავს ვეღარავინ ვერ შემაყვარებს.
ალეკო ჩინჩალაძე . 09 . 05 . 16 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев