დღე სიხარულის,ნათელის მფენი.
რამდენ სიცოცხლეს მოეღო ბოლო,
ომმა წაგვართვა რამდენი მსხვერპლი.
როგორ ელოდნეენ ამ სანატრელ დღეს
სიმწრით აღვსილნი და ცრემლ გამშრალნი,
რომ ისევ ოჯახს დაბრუნებოდნენ
ომში წასული მამა-პაპანი.
მე ახლაც მახსოვს ჩემი ბებიას
ლოდინით,ცრემლით მზირალი თვალნი,
არ იჯერებდა გული ცუდ ამბავს,
ისევ ცოცხალი ეგონა ქმარი.
როგორ წაართვა ბედნიერება
ამ სისხლისმსმელმა,ვერაგმა ომმა,
მრავლად არგუნა სიმწარე,ტანჯვა
და დაუტოვა შვილებიც ობლად.
ის სამუდამოდ წაგვართვა ომმა,
შინმოუსვლელი დაერქვა პაპას,
ნეტავ სად არის,სად განისვენებს,
ვინ იცის იქნებ ცოცხალიც გახლავთ?!
მთლად ახალგაზრდა წავიდა ომში,
ოცდაშვიდისა გახლდათ ის მაშინ.
მჯერა, ბრძოლაში არ ჰყავდა ტოლი,
სამშობლოს დაცვას შესწირა თავიც.
სხვა პაპაც მყავდა ომგამოვლილი,
მანაც მრავალჯერ სისხლი დაღვარა,
ის გვიამბობდა საშინელებას,
რაც რომ წყეულმა ომმა ანახა.
მისგან ვიცოდით თუ რა დღე იყო
დღე გამარჯვების,დღე ზეიმისა,
უსაზღვროდ დიდი ბედნიერების,
ზღვა სიხარულის,ცრემლთა ფრქვევისა
და მე ვამაყობ,რომ ჩვენს მიწა-წყალს
მკერდით იცავდნენ პაპები ჩემი.
9 მაისია,დღე გამარჯვების,
დღე სიხარულის,ნათელის მფენი.
/მანანა ბოჭორიშვილი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев