გული მიკვნესოდა,ცრემლები მცვიოდა.
მათზე ტკბილ მოსაგონს რა წაშლის,რა დალევს,
კვლავ ნახვა მომინდა და გული მტკიოდა.
ჩემი ბაბო-პაპის საფლავი ვიხილე,
ყვავილით შევამკე ის წმინდა ადგილი.
ბევრად უკეთ მივხვდი ჩემთვის თუ ვინ იყვნენ
და ისევ ავტირდი,ავტირდი ბავშვივით.
ტყუილი ყოფილა "დრო მკურნალიაო",
ისევ ისე მტკივა ის ძველი იარა,
ჩემი ფესვები ხართ,უნდა ვაღიარო
დღემდე მახსოვხართ და ამ გულმაც იწამა,
იწამა ორივე ვით ხატი სასწაული,
ჩამქრალა სიცოცხლე ვითარცა სანთელი.
"უფალო! არ იყვნენ წამხდარნი,დასაწუნნი,
აღავსე სასუფევლის უსაზღვრო ნათელით.
რადგან ცოდვილია სუყველა ამქვეყნად,
ისინიც უთუოდ სცოდავდნენ რაიმეს,
ღმერთო აპატიე,აკმარე წამება,
რამეთუ არ შერჩათ,უდროოდ წავიდნენ"!
ვიდექი საფლავთან,ცრემლით დავყურებდი
მიწას,რომელიც მათ გულზე ეყარა,
ცრემლით დავყურებდი,ფიქრით ვაუწყებდი
"ნეტავი გეცოცხლათ და თვალით გენახათ
ვინ ვართ,რანი ვართ,რამდენნი,როგორები,
როგორი ნაყოფი აქვთ შვილებს--თქვენს ნერგებს"
ვიდექ მდუმარედ და მწველი მოგონებით,
ვებაასებოდი გადამხმარ ჩემს ფესვებს.
/მანანა ბოჭორიშვილი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев