Предыдущая публикация
/
ბევრი რამე არც კი ვიცი შენს შესახებ,
მაგრამ ღმერთო სულში მყავხარ, შენ ხომ ხედავ,
ბევრს ვერ ვიტყვი, ცოდვილ ენას ვერ შეგახებ,
შენს თვალებში ჩახედვასავ ვერ გავბედავ.
/
ან რა პირით, რა უფლებით შემოგხედო,
დღე და ღამე ცოდვებში ვარ გახვეული,
გთხოვ შემინდე, მთელ სამყაროს შემოქმედო,
ბევრ რამეში ჯერ არავარ გარკვეული.
/
თან ამას ვწერ, თან სულს ტაძარს ვუბინძურებ,
შველა მინდა და უფლება არ მაქვს გთხოვო,
ვიცი მხედავ, როგორ გითხრა ნუ მიყურებ,
როგორ გითხრა რომ არასდროს მიმატოვო.
/
ღირსი არ ვარ შენ სახელს რომ წარმოვთქვამდე,
რადგან ბევრჯერ დავარღვიე შენი მცნება,
მაგრამ ვიცი თვალს მადევნებ ბოლო გზამდე,
დაე იყოს ჩემი სული შენი ნება!
/
გიგა მუჭაური.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9