Предыдущая публикация
საშველად ისევ შენ გიხმე მამა,
ვერ მივდიოდი, მეჯახებოდა,
უშველებელი მანქანა რაღაც...
მამაა! მიშველეე! რომ დავიყვირე,
საშველად გაჩნდი იმავე წუთში,
გადამარჩინე, მაგრამ მეწყინა,
არ ჩამიკარი ჩვეულად გულში.
ცალკე შიშისგან, ცალკე წყენისგან,
მიცახცახებდა სულმთლად სხეული,
ეს გულცივობა არ მომეწონა,
დიდ სითბოს ვიყავ შენგან ჩვეული.
მსწრაფლ გამერიდე, თვალს მიეფარე,
მე კი ტირილი დამეტყო ხმაში,
მამაა! გეძახდი, მაგრამ ამაოდ,
ჩემი ხმა ექოდ აიჭრა ცაში.
და ჩემს ძახილზე გამომეღვიძა,
სულ დამისველა ცრემლებმა სახე,
უკვე წლებია არ მყავხარ მამა...
მამა! მე წუხელ სიზმარში გნახე.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2