ეხეთქება
სისხლი ნაპირებს...
როდესაც გული ვეღარ ითმენს
უშენოდ ყოფნას...
იქნებ მარტივით შეშლილი ვარ
სმას რომ ვაპირებ...
და მერე მთრვალი შენ ქუჩაზე
თოვლივით მოვალ..
ცრემლივით შვენის მაისის
თვალებს გამთბარი წვიმა..
ლოთის ჭიქაში არეკლილი პოეტის
დარდი..
უსიყვარულოდ ვერ ივარგებს
პოეტი ლოთად..
უსიყვარულოდ ვერ გახდები
ლოთი ნამდვილი...
იასმნების მტვერი ვარ და ღვინის
წვეთები...
თაფლის ტუჩებზე დარჩენილი
მშიერი მზერა..
გთხოვ დედოფალო ნურასოდეს
შემეფეთები..
იქნებ ვერ შევძლო სიყვარულის
ჩუმად მოთმენა..
სიყვარულისთვის წვეთი ცრემლი
და ციქნა გული...
საკმარისია ნათელ ეცხოს მირონი
წმინდა..
ოდეს სიტურფით აყვავილდეს
მაისი სულში...
ის აღარასდროს წაიშალოს ვით
უფლის სიტყვა...
რა გამალებით ეხეთქება სისხლი
ნაპირებს...
როდესაც გული ვეღარ ითმენს
უშენოდ ყოფნას...
იქნებ მარტივით შეშლილი ვარ
სმას რომ ვაპირებ...
და მერე მთრვალი შენ ქუჩაზე
თოვლივით მოვალ
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев