Предыдущая публикация
ქალს მარად მშვენი უჩანს თვალები,
არ არსებობენ,
არ არსებობენ,
არ არსებობენ უშნო ქალები.
მაგრამ თუ ზოგჯერ უშნოა ქალი,
ამაში კაცებს მიგვიძღვის ბრალი,
რადგან არც მეტი და არც ნაკლები
ჩვენა ვართ ქალის მოქანდაკენი.
მკაცრი ხელებით, უშნო ხელებით,
ქალს ვამახინჯებთ,
არ ვეფერებით.
ეს ჩვენ გავუვლეთ შუბლზე ღარები,
ჩვენ ამოვუვსეთ ცრემლით თვალები.
სამაგიეროდ რა სიმდიდრეა,
ოდეს ვაღმერთებთ ქალში იდეალს:
შევტრფით, შევხარით და ვეფერებით
და ქალიც ბრწყინავს უცხო ფერებით.
და მეც გავკივი, არ გეკრძალებით,
არ არსებობენ უშნო ქალები.
მაგრამ თუ ზოგჯწრ უშნოა ქალი,
ამაში კაცებს მიგვიძღვის ბრალი,_
რადგან არც მეტი
და არც ნაკლები,
კაცნი ვართ ქალის მოქანდაკენი!

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4
ქალი ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე
ქალი ოცნება ქალი ალერსი
თქვენ მოგეფეროთ მინდა ამ ლექსით.