Предыдущая публикация
" ვერ დაიჭირავს გზა ვიწრო" და ვერცა კლდიანი.
მე წავალ ღამე და ვიქნები , ალბათ , იქ დილით.
ზეცა იქნება წვიმისფერი . გზა - ეკლიანი.
და ამ მგზავრობას დაერქმევა მერე სიკვდილი.
მიწა იქნება ამოთხრილი , როგორც სანგარი.
გამაცილებენ ვით მატადორს , მარშით , "ოლეთი".
იტირებს ქალი , მარტოსული , განზე გამდგარი.
კუბო იქნება თავახდილი კაბრიოლეტი.
ჯერ კი აქა ვარ . დილა არის მადლს მომფენი.
მხოლოდ სიკვდილი თუ შეტანს მცირე დისონანსს.
ამ ქვეყნად ბორძიკს ვინ დაარქვა წუთისოფელი?
იმ სამყაროს კი , უსასრულო მარადისობა!?
ალეკო ჩინჩალაძე . 05 . 02 . 16 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев