-ბედნიერება
-და რატომაა ასე ცოტა
-ის მარტო ჩემია, ნათელია და ლამაზი
-რა საოცარია
-გინდა ცოტა?
-მინდა
-ხელი გამომიწოდე, მოგცემ ცოტას
-ოი ეს რა თბილია...
-მოგწონს?
-ძალიან... დიდი მადლობა
-ახლობლებს მადლობას არ ეუბნებიან...
-რატომ?
-იმიტომ რომ უსიტყვოდ ხვდებიან ყველაფერს....
-სხვებს?
-სხვებს ეუბნებიან ისეთივე სხვები
-იცი, მე ცოტათი უკეთესად ვარ ...
ბედნიერება რომ მიჭირავს ხელში..
-ყოველთვის ასე ხდება
-და რომ ცოტას გავუნაწილო?
-შენ უფრო მოგემატება....
-როგორ?
-თვითონაც არ ვიცი,
უფრო დიდი და თბილიც ხდება....
-ხელებს ხომ არ დავიწვავ?
-ხელებს შურზე და ბოროტებაზე დაიწვავ,
ბედნიერებაზე არა!!!
-იცი? მე ვიცი ვის გავუნაწილებ მას
-მე მოხარული ვარ ამით
-მაშინ
-სწორედ მაშინ შევხვდებით ერთმანეთს,
გაუნაწილე ვისაც გინდა!
ეს ხომ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება...
(გახარება ამ ლექსის ავტორს,
დღეს ერთმა ჩემმა ახალმა მეგობარმა ერთი ძალიან საინტერესო სიტყვა მითხრა, დამარიგა, ,,ნამცეცებიდან დაიწყეო" მეთქი რა? ,,ნამცეცების მოგროვება დაიწყეო" გაიგეთ ალბათ რას გულისხმობდა? უფლისკენ მიმავალი გზის შესწავლას, მოვაგროოთ, და გავცეთ, კიდევ და კიდევ,
რათა უფროდა უფრო კეთილნი გავხდეთ, და უფრო და უფრო მივუახლოვდეთ უფალს, იქედან კი ცათა სასუფეველს.
მშვიდობიანი ღამე გვქონოდეს ჩემო ძვირფასებო, ღმერთს ებარებოდეთ!)
ნარგიზი ჯაფარიძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев