ვცდილობ ვიყო
ის,ვინც სინამდვილეში ვარ და არა
ის,ვინც უნდათ რომ ვიყო..... მიყვარს ის
ვინც მართლა გულით მიყვარს და არა
ის ვისაც უნდა რომ
მიყვარდნენ....კეთილი საქმისთვის
სამაგიეროს არ მოვითხოვ,რადგან
სიკეთე მზესავითაა,ანათებს და
ათბობს... თუ სიყვარული დამტოვებს,არ
გავეკიდები,რადგან არ ვყვარებივარ
ისე, როგორც
ვიმსახურებდი...ვუერთგულებ იმას,ვინც
მართლა ერთგულების ღირსია და არა
იმას,ვინც მეფიცება....დავეხმარები
იმას,ვისაც მართლა დახმარება
სჭირდება და არაიმას, ვინც
მოითხოვს,რომ დავეხმარო....რთულ და
გადამწყვეტ მომენტში ცივი გონებით
ვსჯი, რადგან მრისხანებამ შეიძლება
გამოუსწორებელი შეცდომა
ჩამადენინოს....ვიჯერებ იმას რასაც
ჩემი თვალით ვნახავ და არა იმას,რაც
უნდათ რომ დავიჯერო....ვაფასებ
იმას,რაც მაქვს დღეს,რადგან არავინ
იცის რა იქნება ხვალ...არ ვეკამათები
იმას, ვისაც ჩემი არ ესმის,რადგან
ჭეშმარიტება კამათში არ
იბადება....არასოდეს არ ვიძახი,რომ
უფალი ჩემთან არაა,არამედ
ვლოცულობ, რომ ის სულ ჩემთან იყოს!
და ბოლოს––––თუ ყველაფერ ამას
შევძლებ–––ჩავთვლი, რომ ჩემი
მოსვლა ამ ქვეყნად ნამდვილად
ღირდა!!!

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев