,,,ეს ლექსი მის საფლავზე წავიკითხე,, სოფელ ჩარგალში,,პოეტ მიხეილ ღანიშაშვილის მიერ მოწყობილ ღოისძიებაზე
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
მიხა ხელაშვილის ხსოვნას
საქართველო არის გმირთა მშობელი
და პოეტის მუზის ხელთა მპყრობელი
უსაზღვროა სიყვარულის სამანი
სუფთა გრძნობის ნაზი იასამანი
ტანჯულ მიწას ჰფარავს ღმერთი უფალი
რომ არ გავქრეთ ერი თავისუფალი
ტკივილია სადღაც გულის არეში
ურჩი მტრების სუსხიანი თარეშით
გაგვიმართეს შურისგების ნადიმი
რწმენას მტრობდნენ როგორც ფრინველს ნადირნი
ჩურჩულებდა სიოც მგლური ზრახვებით
ჩემს მამულს რომ მიესივნენ აფთრები
გადავიქეც მე მეომარ არსებათ
და ვედარე ერთ დროს მართალ არსენას
გვერდით მედგნენ ჩემი ტკბილი მოძმენი
სიმართლის და სიყვარულის მომძღვნელნი
ვერ შემბოჭეს ცეცხლიც ბევრი ამინთეს
ამიტომაც გლოვის ალი დამინთეს
ჩემი დედა იდგა თავაწეული
ქეთევანად მსხვერპლად გადაქცეული
ალბათ მიხვალთ მტრებო ასეთ აზრამდე
ვამაყობ რომ შვილი გმირად ავღზარდე
ჩვენთვის მხოლოდ სამშობლოა მმართველი
დედობამდე მე ვარ სულით ქართველი
არ დანებდე და იარე შენ ლაღად
არ დაუთმო დაგირჩება სულს დაღად
სჯობია რომ ხსოვნა დიდებას ჰგავდეს
ვიდრე ფშავნი სირცხვილს მრავალ წელს ჰბანდნენ
ამ დიდ გრძნობას ქართლის დედა ჰქვიაო
ამაყ მშობელს მიაკუთვნეს ტყვიაო
მაპატიე დედი რომ ვერ გიტირე
სიცოცხლისა ვერ მოვხატე ქვის ტირე
ჩემი ქცევა დედი სწორად განვსაჯე
მე სამშობლოს ბევრი მტერი დავსაჯე
ხალხმა მიჰყო ხელი საქმეს მარცხენას
ვერ შევძლებდით ბოროტის დამარცხებას
ძმებმა მითხრეს შეიკვეცა ზღვარია
გავიქცეთ და ვპოვოთ სხვა საზღვარია
გადავხედე კუთვნილ დედა ბუნებას
ვგრძნობდი სითბოს და ტკბილ მოსალბუნებ
ასუარ უთხარ და ვიბრძოლე ჯინაზე
მოვკვდებოდი მხოლოდ ქართულ მიწაზე
წრფელი ვიყავ არ ვყოფილვარ ბილწია
სულ არ ვდარდობ მე რომ ტყვიამ მიწია
მედარდება ჩემი ტკბილი სამშობლო
ჩვენ სხვა დედა რატომ უნდა ვამშობლოთ
ეხლა ვწევარ და ფერდობზე ვისვენებ
მაგრამ გული აბა რას მოისვენებს
განვისაღვრე ოცდა ხუთი წელითა
ლექსებს მიწერთ თქვენ რითმების მსხვრევითა
რომ მიმღერით მეც საფლავში ვკრთებიო
როცა მლოცავთ თქვენთან ერთად ვთვრებიო
გადმოგხედავთ თქვენის ცქერით ვთბებიო
აქ ძმებიც მყავს ეს ჭაღარა მთებიო
ირგვლივ ისმის მგალობელთა ხმებიო
პოეტი ვარ სილამაზით ვტკბებიო...............................
................................
შენი სახით პოეზიამ დაკარგა შვილი
წმინდა საფლავთან ჩვენ ქართველნი მარადჟამს ვივლით
ქართლის პირმშოვ მეგობარო გმირო ქართველო
პატრიოტიზმის გაღვივებულ გრძნობად გამთლელო
შენი ცხოვრების მომავალის ზუსტად ამთვლელო
მეომარო და უებრო მუზის მმართველო
გერმანე საზანოელი,,,თურქაძე,,,,

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев