უთქვამთ და მართლაც ასეა. თვალები...
რამდენს იტევს. უსიტყვოდ რამდენს გვეუბნებიან.? ისინი ხომ პიროვნების გულისთქმას გამოხატავენ. ამოაქვთ ,
გულის სიღრმეში დალექილი
იდუმალება. თვალები, ზოგჯერ -----თბილი, სიყვარულით
სავსე, რომელთა შემოხედვისას სულს და
სხეულში სითბო და ნეტარება ,გვეღვრება,, სასიამოვნო ჟრუანტელი დაგვივლის. ზოგჯერ-----მოლოდინით, იმედით. მომზირალი, ჩემო ლამაზო ცისფერთვალება დედიკო შენ გიძღვნი ამ სიტყვებს, უზომოდ მენატრები და მიყვარხარ. 15 წელი გავიდა რაც აღარ მინახავს შენი ლამაზი ცისფერი თვალები და მენატრება მათი დანახვა. შენი თვალები მხოლოდ სიყვარულით მიცქეროდნენ. მენატრები დედა .დღემდე შენახული მაქვს შენი სამოსი, რაც ბოლო წუთებამდე გემოსა. დღემდე ვინახავ შენს წერილებს, მათ ისევ ამჩნევია შენი ცრემლების კვალი, ვინ რა იცის რა მტკივა და რა ტკივილს დავატარებ გულით. მხოლოდ შენ იცოდი ჩემი ტკივილი,რაც ერთად გადავიტანეთ. ტკივილიანი რვა თვე. დღემდე იმ ჯოჯოხეთურ დღეებს ვერ ვივიწყებ და ვერც შენს სევდით სავსე ცისფერ თვალებს. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არ მჯერა, რადგან დრო ვერ კურნავს სულის და გულის ტკივილებს,. ტკივილი სიკვდილამდე ჩვენს გულშია ჩამარხული. მენატრები დედა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1