Предыдущая публикация
ქარი ქრის,ასკდება ქარაფებს,
რამდენი რამის თქმა მინდოდა,
ამჯერად არ გეტყვი არაფერს.
ახლა მე სიჩუმეს ავირჩევ,
ხან სიტყვა არც ამბობს არაფერს,
თვალებში,თვალებში ჩამხედე,
ისინი გეტყვიან დანარჩენს.
თვალები არ მოგატყუებენ,
ისინი ვერაფერს მალავენ,
გეტყვიან,რომ შენზე ფიქრობენ,
ხშირად ცრემლებსაც ვერ მალავენ.
თვალები ხომ სულის სარკეა,
თვალები ყველაფრის მთქმელია,
გეტყვიან თუ როგორ გნატრობენ,
როგორ მოუთმენლად გელიან.
თვალები ამხელენ სიყვარულს,
ისინი პასუხებს ელიან,
და მათი ერთი შემოხედვა,
სამყაროს მთლად დამტეველია.
თვალები,უძირო თვალები,
ნატვრაში დროს ცრემლით ითვლიან,
მათში იმ ფრაზას იპოვი,
რომელიც არასდროს მითქვია..

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1