გთხოვ, დაუბრუნე ანგელოზი თავის კერიას, მერე რა მოხდა, სიბრაზეც თუ იქ ერია. ღმერთო, რომელმაც შემიქმენი ეს დედამიწა, კაცს ნუ მოაკლებ, რომ შეხედოს ამ ცას და მიწას. და შეაყვარე საქართველო, ისე ძლიერად, ვერ გადიყვაროს წლების მერეც, ვერც წამიერად. ვაზს ნუ აჩეხავს მტერი ჩვენი, ცუდი, ვერაგი, ლოცვა გვასწავლე, ვერ მოგვწყვიტოს სხვებმა ვერაფრით. მიწა არგუნე ადამიანს რომ პირით კოცნოს, ნერგი ამრავლოს, გაახაროს, მარჯვენა ლოცოს. ღმერთო, რომელმაც შემიქმენი ეს საუკუნე, გთხოვ, ემიგრანტი მის სამშობლოს სულ დაუბრუნე. თუკი ღირსად მთვლი, დამიბედე მშვიდი ცხოვრება, თორემ ზღაპარი არასოდეს აღარ მორჩება. და თუ ახალს წელს გაუთენებ ობოლს, მათხოვარს, მშიერს, მარტოსულს, თვით მდიდარსაც, ანდაც მარტოკაცს, იგი სულს მოგცემს, შემოგწირავს მთელ მის ქონებას, მისი გული კი მხოლოდ შენს გულს დაემონება. ღმერთო, მიიღე ეს სიტყვები ლოცვად, ვედრებად, მამლის ყივილმა გვაგრძნობინოს, რომ კვლავ თენდება. ღმერთო, რომელმაც შემიქმენი მე ეს სამყარო, მითხარი ჯვარი უშეცდომოდ როგორ ვატარო.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2