Предыдущая публикация
არ მოგიშალოთ დარი ხვალისა.
დეკემბრის ზეცა თავს მეხურება.
ეს დილა მაინც გამიხალისა
მზის გამოჩენამ და ბეღურებმა.
აქ , სარეცხივით , თოკზე ჰკიდიან.
ქანაობს თოკი და ეღუნებათ.
დღეები ზამთრის ასე მიდიან.-
დილა აიკლეს ამ ბეღურებმა.
.. და ვუმასპინძლე მათ ნამცეცებით..
ფრთებს წამწამივით აფახურებენ.
გულის ფანცქალით , თვალის ცეცებით
გაფრინდნენ. დარჩა ნაფეხურები.
დღეს გამახარეს . ღმერთო , ნუ მიწყენ!-
ამ პაწაწინა ნაფეხურებმა.
ამ ბეღურება სულ დამავიწყეს
სხვა.- არაფერი არ მეყურება.
ალეკო ჩინჩალაძე . 12 . 12 . 15 .
#ალეკოჩინჩალაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1