ადრე წავედი გატკინეთ გული, მე არ მინდოდა ღვთის სურვილია, გამაგრდით ყველა ვისაც გიყვარვართ, ღვთის სამეფოში გაზაფხულია. ცრემლით ავავსე თქვენი თვალები, დღეს დადგა ჩემი ფერისცვალება, მივდივარ მაგარამ გიტოვებთ ღიმილს გშორდებით მაგრამ გიტოვებთ სითბოს, გთხოვთ ნუ დაიწყებთ ჩემს გამო ტირილს, მე ცრემლს კი არა სიყვარულს ვითხოვ, თუ მომისაჯეს შორს თქვენგან ყოფნა მოგონებებში ხომ თქვენთან ვრჩები?დავითვლი თქვენთან დარჩენილ წამებს და ზაფხულს ვაქცევ ზამთრის სიცივედ, ვიცი უჩემოდ რომ გაგაწამებთ და ჩემზე ფიქრებს ვერ მოიცილებთ, ხოდა აავსეთ ღვინით ფიალა და ლექსად შესვით შესანდობარი, არ დაივიწყოთ ჩემი სახელი ქარმა წაიღოს ცრემლი და გლოვა, და თქვენს ნაღვლიან ლამაზ თვალებში მე სიხარულის ცრემლებად მოვალ !

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6
Sicariele
Dzaluan cyd ganckobaze davdeki