როგორც ართმევენ სათამაშოს ბავშვებს აკვნიდან.
ისევ ბალღივით შემოგცქერი და გელოდები,
რომ დამიბრუნო სიყვარული რაც კი მოგეცი.
მე შენ წამართვი თბილი მზერა ამ თვალებიდან,
და ვარსკვლავები რომ ვაბნიეთ ადრე ზეციდან.
ახლა დაზამთრდა მე კი ისევ ბავშვურად ველი,
რომ მომიტანოს ფანტელებმა გრძნობები წრფელი.
მე შენ წამართვი შენი თავი ისე სასტიკად,
მაგრამ მე მაინც პატარა და დიდი ბავშვი ვარ.
გარეთ გათოვდა არ ვაპირებ დღეს დაძინებას,
სარკმელთან ვზივარ ველოდები ამ დაბინდებას.
ფიფქები ციდან ფორიაქით სწრაფად მოჰქრიან.
მე შენ წამართვი ოცნებები რაც კი მქონია,
მაგრამ მე მაინც მოვიგონებ სხვა ისტორიას.
ფანტაზიები ჩემს ფიქრებში ურცხვად მოჰქრიან,
და ისევ დავწერ სიყვარულზე ლამაზად ამბებს...
გაგიზიარებ ყველა ტკივილს და გულის ნადებს.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев