ჩემთან გულში
სურვილების ხანძარია
შენ თავს ითხოვს...
გაშმაგებულ ცეცხლის
ვნებას ხან თავს
ვაღწევ,
ხან დამწვარი სული
ისევ შენს თავს
ითხოვს...
არ გეგონოს სიყვარული
არ ვიცოდე,
არ გეგონოს ცარიელი
ვნება ვიყო,
ხან ისე ვარ არაფერი
აღარ მინდა,
ხან ვუტყდები თავს
რომ მინდა ჩემთან
იყო...
არ გეგონოს მეგობრობა
დავივიწყე,
არ გეგონოს ცარიელი
ვნება ვიყო...
რა ვქნა თუკი ვერ
დავაბი ჩემი გრძნობა,
რა ვქნა თუკი
სიყვარული შველას
ითხოვს...
იცი ჩემთან გულში
ეხლა როგორ თბილა?..
იცი ჩემში გაზაფხული
გაზაფხულობს...
ისე ჩუმად მოიტანე
ჩემში სითბო,
რომ არც მახსოვს თუ
ოდესმე ყინვა იყო...
მაპატიე სიყვარული
მაპატიე...
გევედრები არ
წამართვა სულის სითბო.
სურვილების ხანძარია
ჩემთან გულში
მინდა ჩაქრეს... ხან კი
მინდა მეტიც იყოს

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев