Предыдущая публикация
და იცვავ ტკივილს,
შენი თვალები
ტბა გახდება და შენ დაშრები.
და დამშრალ ტბაში,
იარსებებენ მხოლოდ ლეშები,
რომელთა ხსოვნა,
დიდი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს.
როცა სიყვარულს აღარ ბედავ,
მიდიხარ გზაზე,
ავტობუსიდან ვიღაც გოგო
ვიღაცას ეძებს,
გადაეყრები შენ მის თვალებს,
და გაიფიქრებ:
ის ისევ ბედავს...
ის ისევ ეძებს...
როცა სიყვარულს აღარ ბედავ,
და დგები გვიან,
შენი ლოგინი სიზმრებისაგან,
არის ბინძური.
რა დაგრჩენია ერთი ღერის
მოწევის მეტი..
როცა სიყვარულს აღარ ბედავ,
და შენ გრძნობებს უშვებ
უფსკრულში,
მესაფლავე ხარ,
რომელიც მიწას აყრის -
არაფერს.
როცა სიყვარულს აღარ ბედავ,
მთელი დღე მიდის,
და შენ უყურებ დარაბებიდან,
რომ ხალხი ქრება.
---

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев