და ტოტის ტოტის ტოტი , ყოველი ,
საქართველოთი თუა სოველი ,
ვინ ეშმაკია , თვით სამოელი?!"
მუხრან მაჭავარიანი
ხარ გამოსული შენ არგვეთის კაკლის ჩეროდან.
ხარ საქართველოს ჭირისუფლად მუხა უხრავი.
გამოგივლია მატიანის კლდე და უღარანი.
და შენი გული მაჩაბელთან ომში მღეროდა.
წამოეზარდე საქართველოს მუხის ღეროდან
და აშრიალდი შენ ლექსებში , როგორ მუხნარი.
ქრისტეს დედულეთს შეალიე სული . გჯეროდა,
დაკაცდებოდა ის პატარა ბიჭი , მუხრანი!
ღმერთმა არა ქნას საქართველო უალავერდოდ.
საქართველოთი ყველა ტოტი არის "სოველი".
შენი სამშობლო სიმწვანეში თუ კი ხავერდობს,
ვინ ეშმაკია ბელზებელი და სამოელი?!
არვის ეგონოს , გულმა , თითქოს , მაშინ გიმტყუნა,
როცა სცენიდან სამოთხისკენ გამოგიტყუა!
ალეკო ჩინჩალაძე . 08 . 06 . 15 .
p. s .საოცარი იყო მისი გზა სამოთხისკენ.- ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღამოზე ის, მართლაც, მუხასავით დაეცა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3