როგორ მინდა, მხოლოდ ის არ გიყვარდეს, ვისაც უყვარხარ, იმას არ ენდობოდე, ვინც პირში ორაზროვნად გაქებს და სხვაგან შენით ერთობა. როგორ მინდა, ვისაც არ უყვარხარ ის შეიძულო და მოიკვეთო. როგორ მინდა, სიმართლეს არასდროს გაურბოდე და თავი ყოველთვის მართალი არ გეგონოს. როგორ არ მინდა მიმტკიცებდე, რომ ქათამი არწივია, სირაქლემა ბრმაა... როგორ მინდა, საკუთარ თავზე კრიტიკას მორჩილებით ისმენდე და განსხვავებული ხედვაც გაითვალისწინო.როგორ მინდა, შენი სიმაღლიდან იმ ადამიანებზე დაბლა არ იდგე, ვისაც არაფრად აგდებ.... როგორ მინდა, მდიდართან თუ ღარიბთან ერთნაირად ყურადღებიანი იყო... როგორ მინდა მჯეროდეს, რომ მხოლოდ იმიტომ არ მკითხულობ, რაღაცაში დაგჭირდი... როგორ მინდა, შენგან ნათქვამი სიყვარულის მეოთხედი შეძლო. / მამა პეტრე /

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1