-------------------------
ბექას!
----------------------------------
ბექა! მოგიხმობ, ვიცი რომ გესმის,
დღეს შენი სული აქა ტრიალებს,
მაგ შენი თბილი გულით დაგვლოცე,
ვიდრე სატანა გაგვატიალებს.
ისევ ვიგლოვეთ სამი საჯიშე,
სულ ცეკვა - ცეკვით გაფრინდნენ ზეცას,
ალბათ მოძებნე, იშვილე კიდეც,
ტანზე ქართული ჩოხები ეცვათ.
დღეს ამ დარბაზში ბექა!- პოეტო!,
შენ უნდა გეთქვა შენი სათქმელი,
მოგვფერებოდი შენი ლექსებით,
და მოგვესმინა შენი ნამღერი...
გთხოვ! დაესიზმრე ყოველღამ ირმას,
დედებმა ვიცით რასაც გრძნობს დედა,
შენ! საქართველოს შვილი ხარ ბექა,
შეუშრობელი ცრემლი გვდის დღესაც.
ხომ მოისმინე ჩემი წუხილი,
სულიდან მწარედ ამონახეთქი,
გულის ფიცარზე დაგიწერს შვილო,
არ დაგივიწყებს შენი კახეთი.
და სიამაყით იტყვის ოთიკო:
საუკეთესო ვარ მამის შვილი,
ამ ჩემს ძარღვებში ვისი სისხლიც სჩქეფს,
ეს არის ბექა! თან მარგიშვილი.
ავტორი ანნა ზაკალაშვილი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5