Предыдущая публикация
დამალევინეს ღვინო მე ძალით
და ავდიოდი სახლში , როს კიბით,
მაწვა სიმთვრალე , როგორც მეძავი.
მაცდუნებელი , როგორც როსკიპი.
ვიწექი , ჩემთვის , საწოლში მთვრალი.
გარეთ კი ღამე თავისთვის იწვა.
ჩემსავით მთვრალი მეგონა მთვარე
და ეს სიმთვრალე მეგონა სიძვა.
გადმოუფრინა მთებსა და ხრამებს.
მზის ათინათი სარკმელთან დახტა.
ასე უჩუმრად წასულა ღამე
და ეს სიმთვრალე - უზნეო კახპა !
ალეკო . 10 . 05 . 15 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1