ვიცი რომ მუცელშიც კი გესმის ჩემი ხმა,
ხელს გადებ, იქედან მეძახი აქ ვარო...
მე გელი, შენ კიდევ მიფეთქავ გულის ქვეშ
და მეჩურჩულები დედი მიყვარხარო...
მე გელი და ჩუმად გიმღერი ნანინას,
გიკერავ ჩოხას და პატარა ყაწიმებს.
ვხედავ შენს ვაჟობას, ლომობას, კაცობას
შენს თვალში ამაყად ფრთაგაშლილ არწივებს...
მერე ტკივილები, ლალები ცრემლების,
ახალი სიცოცხლე სურვილი შეხების.
ღმერთო რა ციცქნა ხარ პატარა ვაჟკაცო,
პატარა თითებით, პატარა ფეხებით...
პატარა გულით და უზომო სითბოთი,
მეკრობი გულზე და სულს წამლად მედები.
ვერ ახსნის ვერცერთი პოეტი ამ წამებს,
თუ რას განიცდიან ამ წუთას დედები...
და მერე რაა რომ გვეტკინა სხეული,
ადამმა რომ მოგვცა გვეტკინა ნეკნები.
ჩვენ ვცოცხლობთ, ვაგრძელებთ სიცოცხლეს შვილებში
და ჩჩვენ არასოდეს არ გადავშენდებით...
უხდება ჩემს ვაჟკაცს ჩოხა და ყაწიმი,
თვალებში ჩამიდგა სითბო და ნათელი.
დაე საქართველოს უმრავლოს უფალმა,
ამაყი დედა და ვაჟკაცი ქართველი...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев