ლექსის წერა თუ დავიწყე,ეს რა საკვირველია?
მაგ თვალების მიღმა რომ ვეღარაფერს ხედავენ,
მე ის მიკვირს,საერთოდ ცქერას როგორ ბედავენ.
შენი სულის დანახვა რთული არის თითქოს,
ბევრს ხომ ასე ჰგონია,ბევრიც ასე ფიქრობს,
მაგ თვალების სიღრმისეულ სულში წვდომას ვინც გაბედავს,
მისი გულის ყველა სიმი ერთდროულად იწყებს ჟღერას.
რომ იცოდე,ლექსის წერა,ჩემს მოუსვენარ მუზას სურს,
როცა ხედავს,აკვირდება,ეფერება შენს ლამაზ სულს,
შენი კაშკაშა თვალების მსგავსი არაფერია,
მეც,მაგ სილამაზის ცქერით გონება ამერია.
ჩემთვის გრძნობის შეკავება არ გეგონოს ადვილი,
ქედს მოვიხრი შენს წინაშე,ვაჟკაცი ვარ ნამდვილი,
მინდა ბედნიერი იყო,იმ ,,ერთისთვის'' ერთადერთი,
წუთისოფლად გფარველობდეს ციდან მადლიანი ღმერთი.
ავტორი: გიორგი მოდებაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев