Предыдущая публикация
მიზიდავს შენი ტუჩები,
ეს მარყვისფერი ბაგე!
კოცნას ვერ გადაურჩები!
გოგოვ ოჰ,ვნახოთ აგერ..
როგორც ტკბილ ნექტარს ფუტკარი,დაგეწაფები ისე.
გამჩენს მადლობა უთხარი,თუ გადამირჩი ისევ..
ქარივით აგედევნები
და სად გამასწრებ მაშინ?!
დაგიჭერ,შემოგევლები,
აგებურდები თმაში...
შემოგაძარცვავ სამოსს,
ვით ხეებს ფოთლებს ქარი.დამიხვდი ამ საღამოს თუ ხარ თავნება ქალი!
როგორც მიმინო ნადავლს,
შორს გაგიტაცებ ჩემო..
მერე ვინ იტყვის ამბავს?!
ყაყაჩოსავით გჩემობ.
შემოვიაროთ ქუჩები,
გაჩუქო ბევრი ვარდი!
მიზიდავს შენი ტუჩები.
ვაი თუ შემიყვარდი..
მამუკა უნგიაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев