Предыдущая публикация
გაგიტეხავ გოგოვ კოკას
წყალზე რომ არ იარო!
ისიც ვიცი,სატრფო რომ გყავს!ნუ მწვავ ადამიანო..
შენს სოფელში წყარო დაშრა?!მე გაგიჩენ ცხრა წყაროს!აქ არ გინდა ფრთების გაშლა!იცი,ბედი არ მწყალობს..
მოგიტაცებს ვინმე ვაჟი
სანამ შეგიყვარდები!
გინდა,წყარო სულ გიჟმაჟი?!მიჩუქნია!ვარდები
დაგიკრიბე მოკამკამე
თაიგული ვარდების.
ყველა შენთვის მოვიპარე,
ბინადარი ბაღების.
მე დაგირგავ და შენ მორწყე.მებაღეც მე ვიქნები.სიყვარული იყოს მოწმე!წუთსაც არ დავფიქრდები.
ნუ დადიხარ წყალზე ოღონდ,სხვა თვალმა არ შეგხედოს!მერე რა ვქნა მითხარ გოგოვ,ვინმემ კოცნა შეგბედოს?!
ციური ხარ,მზე ამოგყავს!
გეტრფი ადამიანო!
გაგიტეხავ გოგოვ კოკას.
წყალზე რომ არ იარო.
მამუკა უნგიაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев