სიყვარული ხომ ცოდვა არ არის?!მეც მყვარებია.ტრფიალი არ ვარ.სიყვარულისთვის სჯიან?!არავის!!სიყვარულს ვინმეს ვერ აუკრძალავ!
უფრთხილდებიან მას,როგორც მანდილს.უსიყვარულოდ ვის გაუვლია?!ქვეყნად რამდენი სიცოცხლეც დადის ალბათ იმდენი სიყვარულია!
შემეძლოს,ქალის მოტყუებისთვის ყველა კაცს კოცნას ავუკრძალავდი!იგი არ არის მოწყურებისთვის.სიყვარულია კუბოს კარამდი!
გიყვარდეთ,გულს ნუ დაადებთ ურდულს!ვარდს კოკორიც აქვს გადაუშლელი!ან გალიაში რა უნდა ბულბულს?!ყველა ტყვე ბულბულს გამოვუშვებდი!
სხვაა შეჩვევა,ტრფობა და ვნება!ვეჩვევით და ჩვენ გვიყვარს გვგონია!ცალმხრივ სიყვარულს რა ეშველება?!ფრთამოტეხილი იფრენს თოლია?!
ყველაფერი რომ გადაგვავიწყდეს, ყოველი წუთი,დრო და კვირა დღე,პირველ სიყვარულს რა დაგვავიწყებს,ან ვინც გვიყვარდა?!
თასი პირამდე
აავსეთ წმინდა ქართული ღვინით!სატრფოს წინაშე გმირნიც კრთებიან!როგორ ვიცოცხლებთ ისე და ვივლით?!სიყვარულისთვის კიდეც კვდებიან.
ვაჟკაცის სიტყვას მოჰყვება საქმე!მაშ,გაუმარჯოს ტრფობას მარად დიდს!გიყვარდეთ,გწამდეთ,ახლა და აქვე,მრავალმხრიულად,აწ და მარადის.
მამუკა უნგიაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев