Предыдущая публикация
(გურული ბებიეს რემიქსი)
ჯინსები რომ ჩაგიცმიენ
დაფხრეწილი თქვენა,
პაწე_პაწე გამოხიეთ.
გაცივდებით ნენა!
ჩაგიცმიენ მოკლე კაბა,
გიფშუკუნობს ზენა..
მატერია თუ მიგაკტა,
ქი მითხარით ნენა!
გეიხვრიტეთ ერთათ ოცი,
ყური,ტუჩი,ენა,
დეიტიეთ პაწე ხორცი,
რომ დაგჭირდენ ნენა!
კი ხართ პაწე"გასალახი"..
კიარ მინდა წყენა.
დუუტიეთ დასანახი
ბიჭებს რაცხა,ნენა!
დეიხატეთ ყოლგან ტატუ.ზეით,ქვეითკენა!თმაი რას გიგავენ მარტო.ორჩქუში ხართ ნენა?!
მიყვარხართ და გეფერებით!კი,მოგეცენ ლხენა.რაცხა გინდა იგი ქენით!დემეთხუეთ ნენა!
ოი,რა ვქნა ნენა...
მამუკა უნგიაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев