- არაფერი.
შემდეგ მართლა ჰგონიათ, რომ არაფერიც არ გჭირს, უბრალოდ ასეთი ხარ, უხალისო, სევდიანი და ჩუმი. ჩუმი, როგორც ტბა, ერთ ადგილას რომ დაყუდებულა და გზასავალს ვერ პოულობს. გადის დრო და ივსები ამ “არაფრით” რომელიც “ყველაფერს” იტევს და ეს დუმილი, ჭაობივით რომ ჩამდგარა შენში, გახრჩობს და ნელ-ნელა გკლავს. ისევ გადის დრო და ემსგავსები მოსიარულე მიცვალებულს, ხედავ სარკეში ვიღაც სხვას, ტკივილჩაგუბებული, ნატანჯი თვალებით რომ მოგჩერებია და გიკვირს, საიდან ამდენი ძალა, ამხელა მხნეობა, რომ ამ ყველაფერს მუჭისოდენა გულში იმწყვდევ. ისევ გადის დრო და გეკითხებიან:
- რა გჭირს, რაზე ფიქრობ? - და შენც ერთსა და იმავე ტყუილს მეათასედ პასუხობ:
- არაფერი!
#ცხოვრებაშენიციეს
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев