მოსწავლეების საშინაო დავალების გასწორებით იყო დაკავებული.
მის გვერდით მჯდომი ქმარი მობილურით ესაუბრებოდა მეგობრებს. ყველაფერი ნორმალურად ჩანდა, სანამ არ წაიკითხა ერთერთი მოწაფის ბოლო დავალება.
უცებ მის სახეზე ჩუმმა ცრემლებმა დენა დაიწყო.
ქმარმა გაკვირვებულმა ჰკითხა:
-რატომ ტირი? რა ხდება?
და მან უპასუხა:
— გუშინ ჩემს დაწყებით კლასელებს ვთხოვე დაეწერათ ტექსტი თემაზე:
ჩემი სურვილი
- კი, მერე რა? რა ხდება ძვირფასო?..
- ეს არის ბოლო დავალება, რაც ამ წუთას წავიკითხე.
- მაგრამ რა წერია ამ ქაღალდზე ასეთი, რომ ატირდი?
ჩამოართვა რვეული და კითხვა დაიწყო:
„ჩემი სურვილია გავხდე მობილური.
ჩემს მშობლებს ძალიან უყვართ ტელეფონები.
მთელ თავის ყურადღებას მას აქცევენ.
ხანდახან სულ მივიწყებენ. როცა მამა სამსახურიდან სახლში დაღლილი ბრუნდება, ის ყოველთვის პოულობს დროს ტელეფონისთვის, მაგრამ არასდროს ჩემთვის.
როცა ტელეფონი რეკავს, მაშინვე პასუხობენ, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული არიან.
მე კი არასოდეს მპასუხობენ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვტირი.
ისინი თამაშობენ ტელეფონით, მაგრამ არასდროს ჩემთან. მათ ესმით მათი ზარები, მაგრამ ჩემი ტირილის ხმა არა და არასოდეს არაფერი აქვთ ჩემთვის სათქმელი.
ასე რომ, ჩემი სურვილია გავხდე სმარტფონი.
მაშინ ისინი მომაქცევენ მეც ყურადღებას.
ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ქმარი გაჩუმდა, ღრმად ჩაფიქრებული ჩანდა.
გული აუჩუყა ნაწერმა.
მერე აკანკალებული ხმით ჰკითხა:
- ვინ დაწერა ეს ტექსტი?
მასწავლებელმა ჩუმად უპასუხა:
-ჩვენმა შვილმა.
ნუ მისცემთ საშუალებას თქვენს ტელეფონებს თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების ადგილი დაიკავონ. ყოველი წამი საყვარელ ადამიანებთან ერთად ძვირფასია.
ოჯახური ცხოვრების მომენტების დროს გადადეთ ტელეფონები. მოუსმინეთ, შეხედეთ და ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც გიყვართ.
ზრუნვის უბრალო მოქმედებამ შეიძლება გააძლიეროს თქვენი კავშირები და მათ დაანახონ რამდენად ზრუნავენ თქვენ მათზე..
პატარა სულებს კი, რომელიც უფალმა მოგანდოთ და ღირსად გცნოთ მშობლად გახდომისა, ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება დედა და მამა...
მათ ფულით და საჩუქრებით, ვერ გამოწრთვნით.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1