Предыдущая публикация
ახლა აღარ მაქვს ამის სურვილი,
ერთფეროვნება უფრო მოვირგე,
სახლი , ოჯახი, საქმის წყურვილი.
უსიყვარულოდ უფრო მშვიდად ვარ,
და არც ცრემლები სადმე წამსკდება,
ყველა ოცნება სკივრში ჩავკეტე,
ნიშნის მოგებით... აღარ ახდება!
მე ყოფიერი ჩვევებით ვცხოვრობ,
ვრეცხავ, ვალაგებ, ღვეზელებს ვაცხობ,
ვზრუნავ შვილებზე, შვილიშვილებზე,
სიცარიელეს სულისას ...ვატყობ.
ფანჯრიდან ვხედავ ყმაწვილს ვარდებით,
გოგოც დავლანდე,ხვეულთმიანი,
მიყვარდი, მაგრამ არ შემიცოდავს,
იქნებ არ არის კიდევ გვიანი ?..
✍️ნინო კობაიძე
🎨🖌️მანჩო გოგოჭური

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1