💔
დედი
შენ, საფლავში არა წევხარ დედი,
ამ ჩემს გულში, დაგიდია ბინა,
შენ ხარ, ჩემი სიყვარელის ღმერთი,
ჩემი სულის, სარკმელი ხარ ღია.
მე არ მინდა, რომ გეძებო სადმე,
შენ ჩემში ხარ, ჩემს ძარღვებში ფეთქავ,
ვერ მოგძებნი, მე მიწიდან ცამდე,
არც ის მინდა, საფლავის ქვა გერქვას.
სიო მკოცნის, ჩვენი ეზოს კარში,
თითქოს ვიგრძენ, სითბო შენი ხელის,
ნაცნობი ხმა, შემომესმა ქარში,
თმის ალერსით, ყურში ნანას მღერის.
დამეძინა, ტბილად დამეძინა,
ჩემს საწოლზე, სიზმრად გხედავ დედი,
მოვინდომე, მაგრამ გამეყინა,
საფერებლად გამოწვდილი ხელი...
ამის შემდეგ, აღარ გეძებ არსად,
ჩემს გულში და ჩემს სხეულში სახლობ,
სიყვარულით, ვიღვენთები სანთლად,
ჩემს ღიმილზე, ჩემთან ერთად ხარობ.
შენთან ერთად, დავიძინებ ტკბილად,
კვლავ პატარა, ჩაგეკვრები ხარბად,
ისევ შენი, დარიგება მინდა,
შენთან კვლავაც, დავიცლები დარდად.
როცა მტკივა, როცა ვკვნესი,
როცა სულით მტანჯავს ბედი,
კვლავ იმედად მახსენდები,
ისევ, შენ გეძახი დედი...
მზია გუმბერიძე.
ვისაც გარდაცვლილი გყავთ დედები ყველას ნათელი ქონდეთ
ხოლო ვისაც ცოცხლები. გვყავს, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მათი თავი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3