Предыдущая публикация
იმ ფიფქებსაც მოფარფატეს ,
იმ ჰორიზონტს გადმომყურეს ,
იმ წყალს წვიმით მოკამკამეს ,
იმ ვარსკვლავებს მორაკრაკეს
მთვარეს ჩუმად მოჩურჩულეს ,
ღამის წყვდიადს მობაასეს ,
ფიქრი ფერით მოახურეს ...
იმ ცის კიდეს უსასრულოს
ზღვარზე გავლილ ნაფეხურებს
სილუეტად გადავლილი
დრო მის დღეებს მიაშურებს ,
მთვარემ ჩურჩულს გადაუსწრო
ღამეს ისევ მოაბრუნებს ...
საჭე დროის ქარტეხილებს
გაასწრებს და გაამძაფრებს ..
ფიფქის ფერად წარმოთქმული
რეალობა ილუზიებს თავბრუს ახვევს ,
ზღვარი თავის წესებს ჰორიზონტთან ადგენს ...
ღამის ჭორებს აყოლილმა
ვარსკვლავებმა რა აღარ თქვეს !!!!
გულინა კბილაშვილი
13.12.2024წ.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1