Предыдущая публикация
დარდმა ამოხეთქა გულში...
მთვარეც დამალულა, მორცხვობს,
ჯერ რომ არ გათენდა სულში.
ქარიც აღარა ჩანს არსად,
ალბათ გამებუტა ისევ.
გულიც აუჯანყდა ღამეს,
თვალზე ცრემლები მდის მწარე...
ხატებს დავუჩოქებ კრძალვით,
უფალს სიძლიერეს შევთხოვ.
ღმერთო ნუ შემრისხავ ცოდვილს,
მხოლოდ შენი მადლით ვცოცხლობ.
ვგრძნობ რომ არ გამწირავ კვლავაც.
შენი იმედით ვარ მხოლოდ.
სანთელს გამოვატან ლოცვას,
მჯერავს დავამარცხებ ბოროტს...
05.09.2023
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев