მასზე დაყრდნობა რომ არ გახდეს საბედისწერო...
უნდა ფიქრობდეს,აზროვნებდეს თურმე შენსავით
და ʺმიყვარხარʺ-ზე ხშირად გითხრას სიტყვა ʺღვთისფეროʺ!..
ვისაც გულს ჩუქნი,უნდა იყოს ცამდე მართალი!..
და ყველა ძარღვი,უჯრედები შენით აივსოს!..
უნდა უყვარდე! ისე ძლიერ უნდა უყვარდე,
ღალატი ფიქრშიც წამიერად აღარ გაივლოს!..
შენად რომ ჩათვლი,უნდა იყოს შენი ბოლომდე!
ყველა განცდებით,ტკივილებით და აღმაფრენით!
რომ შენს თვალებში გადმოწუროს თაფლის სიტკბო და,
უშენოდ ქვეყნად არ უნდოდეს აღარაფერი!
მისი რომ იყო,გულში უნდა ყავდე ღმერთივით!
შენი რომ იყოს,საფიცარი უნდა გაგიხდეს!
არ უნდა იყოს ტყუილების კორიანტელი-
რომ თავდადება,თავგანწირვა წრფელად აგიხდეს!
ვისაც სულს უთმობ,უნდა იყოს მტკიცე კედელი,
წაბორძიკებულს,რომ იცი რომ ხელში აგიყვანს!
არაფერია როცა გიყვარს შეუძლებელი!..
და სულ პირიქით,მაშინ როცა გულით არ გიყვარს!.....(ანა)

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9