Предыдущая публикация
მეტი არაფერი მინდა
ღრუბლებს ჩამოვიწვდი ციდან
შენთან სიყვარული მინდა.
ფოთლებს გამოვატან ფიქრებს,
გრძნობებს გადაუშლი არეს,
ჩემი გათენება შენ ხარ,
შენ ხარ ჩემი გულის მხარეს.
შენ ხარ გაზაფხულის მოსვლა,
ჩიტებს ულამაზებ ფერებს.
შენ ხარ მოფარფატე ჩიტი
ჩუმად მოგაპარებ ხელებს,
ფერებს მოგაბარებ ნდობად,
გულში გამევლები გრძნობად,
მინდა დაიჯერო ის, რომ
შენი სიყვარული რომ მაქვს.
მინდვრად ყვავილებიც შენ ხარ,
ჩემი ამოსუნთქვის ჟამიც,
იციი? ყველაფერი შენ ხარ,
ჩემი სიყვარულის აზრიც.
გიორგი მირველაშვილი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3