განა ნიავი ვარ...ადგე ალიონზე,ხარბად ჩამისუნთქო....ქალი ვარ...განა მორცხვი მზის სხივი ვარ,გულში უშიშრად რომ ჩამიხუტო.ქალი ვარ...სევდისფერი იასამანებით...ნეტავ შენი სულის ვიქცე იასამნად,ანცი ქარი ვიყო...გაშლილ დალალებით...სულზე მოგედები მზისფერ ნიავ-ქარად.ქალი ვარ...განა შვიდფერი ცისარტყელა...გზები მოგოჩითო ფერადი ყვავილებით...ბილიკს,ეკალ-ნარის....ჩოქვით გადავთელავ...შენამდე სავალ გზით მე არ დავიღლები.ქალი ვარ...განა იისფერი თოვლი...წამწამს მოგედო და ცრემლად დაგეღვარო,ქალი ვარ და....რა ვქნა,ვერსად ვპოვე სწორი...გზას მე გამოვყვები...შენ არ დამეღალო.ქალი ვარ და...რა ვქნა,თასი მაინც ვიყო...ბოლო სადღეგრძელოდ ტუჩზე დაგეცალო,ძველი ტივი ვიყო...შავ ზღვამ გამომრიყოს...ნაპირზე მიპოვო და....არა....არ გამცვალო.ქალი ვარ...განა მარტის აშარება...მაისის აფეთქება...ვარდებად აგიყვავდე,ზამთარ-გაზაფხულის თეთრი აჯანყება...ხანაც გიყვარდე და...ხანაც არ გიყვარდე.მინდა ფიქრი ვიყო ღრუბლებში ავარდნილი...თუნდაც... ალი-ქალი...შეყრილი გზათა...ნეტავ ხატი ვიყო...მხოლოდ შენთვის ქმნილი...მაგრამ....ქალი ვარ და...რა ვქნა.***

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6
tuchze dagecalo....)))