ღამის წყვდიადს ვარსკვლავები ავსებდა,
ვიჯექი და შენს ნახვაზე ვოცნებობდი,
ქარი ქროდა და ტირიფებს არხევდა...
დამათენდა, გეფიცები დამათენდა
შენზე ფიქრში წამომადგა დილა,
მთვარე გაწყრა და ღრუბლებში მიიმალა
მზეს ვუცდიდი ალიონის პირას...
შენს თვალებზე, შენს ბაგეზე,შენს ღიმილზე
მოგონებებს ვერ ვაღწიე თავი,
თენდებოდა, გარიჟრაჟი მოდიოდა
ნათდებოდა ნელა-ნელა შავი...
სიყვარულის ფერი ფიქრი ამედევნა,
მოვიხურე მოგონება მხრებზე,
ქარი თითქოს მოფერებას ცდილობდა და
საამურად მეხებოდა თმებზე...
ახლა მარტოს, შენს გარეშე დამათენდა
მონატრებამ გული თითქოს გაგლიჯა,
ამ ცხოვრებამ ოცნებები მომპარა და
შენი თავი, სულის კედლებს წაგლიჯა...
მე სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვას,
ალბათ ისევ, შენ გინატრებ ,,ჩემო"...
ჩემი წილი სიხარულიც შენი იყოს,
კარგად მყავდეს, დამილოცე ღმერთო...!
( 🌼 გვირილა გოგო)

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6