მოახსენა, ორგანიზატორმა მოხუც ქალს კარებში შესვლისთანავე.
კაბინეტში გამოცდების მსვლელობის დამკვირვებლები ისხდნენ.
მათი მზერა ცოტა ცინიკური ჩანდა.
―რეიზა ბებია? იხტიბარი არ გაიტეხა მოხუცმა.
―სულ ქე სწავლობდა და.
―აქ სხვაგვარად ჩანს, მე არ ვიცი სახლში რას აკეთებდა თქვენი შვილი მაგრამ, აჰაა ფაქტი ჯიუტია,
აი, აგერ მობრძანდით და თავად იხილეთ, ისევ დაახალა უკმაყოფილო ტონით, მასწავლებელმა და მოხუცს ცხვირთან, ბოლო გამოყოლილი ნიშნების ფურცელი მიაჩეჩა.
―ტიტუ, აგი რაია ჩემი ბაღანისაა თუ?!
ხუმ არაა შეცდომა შვილო?
გაოგნდა მოხუცი.
კაბინეტში სიჩუმე ჩამოწვა.
―ჩემი შვილი არა ბებია,ეგ შვილიშვილია ჩემი, საბრალო, უბედურ დედამისმა დამიტია, საყვედურს ქე მითვლიდით მარა, არ შემიძლია სიარული, დღეს ძლივს მოვუყარე ძალას თავი, ვიფიქრე ვნახო ერთი რასა შვრება აი ჩემი ბაღანე თქვა.
―ვწუხვარ, მაგრამ მომავლამდე ვერაფერს ვერ შეცვლის, მე არაფერი შემიძლია, უნდა ისწავლო რომ კარგი ნიშანი მიიღო, არ ჩერდება მასწავლებელი.
―ბებია, ყველამ ჩააბარა? მორიდებით იკითხა ნაწყენმა.
―დიახ ქალბატონო ყველამ ჩააბარა და ეხლა გახარებული არიან ელოდებიან სწავლის დაწყებას უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში.
უტიფრად პულიმიოტივით მიაყარა, ნერვებ აყრილ პედაგოგმა.
―ჰო იყოს რა ვუყო, რადგან ყველამ ჩააბარა, ეყოფა სოფელს მაგდენი განათლებული, ამდენ ჰალსტუხიან ხუმ უნდა ბებია ერთი მუშა?
ქალი შეცბა, გაშეშებული იდგა და ელოდა, მოხუცი ქალის მომდევნო სიტყვებს.
სინდისმა თავისი საქმე ჩინებულად ითავა.
―დღეს ისეა მოწყობილი სამყარო, აი ისე როგორიცაა დღეს თქვენს სკოლაში.
კიდო ბევრ სკოლაში თუ უმაღლეს სასწავლებლებში.
ან ვინმე უნდა გყავდეს, ან კიდევ ფული უნდა გქოდეს ბევრი.
ობოლი, ღატაკი და უპატრონო როის არ იჩაგრებოდა?
გინახავს უფულოდ ვინმეს რამეს მიეღწიოს ?
რა თქმა უნდა არა.
იმ ბაღნებს ბებია, ყოველ დღე რომ ჩემი შვილიშვილი უწერდა დავალებებს, ყოველ საღამოს რომ მიჰქონდათ საშიანო, სამუშაო რვეული და სკოლაში ეძებდა ჩემი ბაღანე სადაა ვის გაქვთო, აგი ხომ იცის ყველამ.
ღმერთმა ასეთი უცოდინარი, არცერთი არც ექიმი, არც პროკურორი და არც ინჟინერი არ დააჭირვოს ჩვენს სოფელს და ჩვენს ქვეყანას.
ცოდნას ფულით ვერ იყიდი შვილო, ვერც ღირსებას იყიდი ფულზე და ვერც ღმერთის ნდობას იყიდით.
ჩემი შვილიშვილი წავა იშრომებს მიწაზე, ალალად სუფთა სინდისით.
ის ფანჯრიდან შეხედავს როგორ მიდიან მისი თანაკლასელები უმაღლეს სასწავლებლებში, თუ დასჭირდებათ ისევ დაეხმარება დავალების შესრულებაში.
არა უშავს მარა,
უბრალოდ იმას ნუ დავაბრალებთ რომ არაფერი გაუკეთებია, აგი არაა სწორი ბებია.
მართალია მე არ მქოდა საჩუქრების ფული, მე საბრალოს
მიმერთმია თქვენთვის, ან იმათთვის ვინც წერს ნიშნებს, მაგრამ მეგონა გავზარდე ობოლი, წესიერ კაცად და აგი კმაროდა.
მეგონა მთელი დღეები, სწავლა, წერა, კითხვა საკმარისი იყო, მაგრამ მე ბებერს, დაჩაჩანაკებულს სამქონდა ამდენი ტვინი მეფიქრა რუმე არ კმაროდა აგი.
მასწავლებელი ისევ სდუმდა, კაბინეტში ყველას გამშრალი მზერა შერჩენოდათ.
ქალმა კარებს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, ჯოხს დაეყრდნო, თავზე შავი შიფონი შეიწირა,
შედგა, შემდეგ უკან მოტრიალდა და იქ მყოფთა გასაგონად ისევ დასძინა.
ჩემი ბაღანეს რვეულები, რუმაა ამ სკოლაში რითაც გამოცდები ჩააბარეს, არ დაკარგონ მაინც, სამომავლოდ ისევ გამუადგებათ მდიდარი მშობლების შვილებს...
/ ნათია ლაზიშვილი /

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4