Предыдущая публикация
ო,თვალებო...
შენს თვალებში დაიბადა სიყვარული,
გაიშალა,როგორც ვარდი მშვენიერი,
შემოაღე გულის კარი დანაღმული,
სულში შეხველ ვით უფალი სიძლიერით.
ჩემში ხარობ როგორც ბაღი თვით ედემის,
ვით სიწმინდე სანეტარო დამეხატე,
ისე ტკბილად,ისე მყარად აღმოცენდი,
ვით ზეცაზე მზე კაშკაშა,სხივით მნათე.
ო,თვალებო გთხოვ ეული შემიბრალეთ,
შენ მეფე ხარ,მე კი მონა სილამაზის,
დღეს შენს გამო გავმიჯნურდი, შევიცვალე,
ტანს გეხვევი სამუდამოდ,როგორც ვაზი.
29.5.2015.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев