სიცოცხლეს
სიცოცხლევ ჩემოვ სილამაზე ხარ,
აღფრთოვანება მივიღე შენგან,
ის გამოწვევად მაჩუქა ღმერთმა,
როგორც სიმდიდრე მიიღო ბედმა.
ძვირფას საუნჯეს,მას ვუფრთხილდები,
როგორც სიყვარულს და წმინდა აღქმას,
ღვთის კურთხევაა,-ციურ ფიფქებით,
მოვალეობის ღირსების ნათვლა.
ცხოვრებავ ჩემოვ,შენ სიზმარს გავხარ,
მინდა გაქციო ჭეშმარიტებად,
საიდუმლო ხარ და აღმა ფარცხავ,
ჰიმნად მიმღერეს ნაზად გვრიტებმა.
მარადიულო ბრძოლავ სიკეთით,
ბედნიერებით ცვლი ტრაგედიას,
შანსი,რომელიც მე შენ მომეცი,
ეკუთვნის უფალს,ჩვენს დიდ მესიას.
თავგადასავლით შენ ხარ მდიდარი,-
ბედნიერება დაიმსახურე,
გიყვარს თამაში,დილის ცისკარი,
მართალ სიცოცხლედ დაისაკუთრე.
ბევრჯერ დავძლიე მე მწუხარება,
ომი,დევნა და ხალხთან შიმშილი,
სიცოცხლე მიყვარს და გახარება, -
მშვენიერება ნაზი ღიმილით.
თამაზ ლიპარტელიანი
tamazi liparteliani

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев